თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბირის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პოლიტიკური განცხადები გააკეთა. რამდენიმე წუთიანი სიტყვით გამოსვლის დროს მან რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს არჩევნებისთვის ემზადება. მისი ინფორმაციით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კვალდაკვალ კრემლი პროვოკაციების მოწყობისთვის და ქართულ ეკლესიაში გადატრიალებისთვის ემზადება. გარდა ამისა, მე-3 პრეზიდენტმა გასული წლის 8 მარტის მოვლენებზეც ისაუბრა და პროტესტის არსი დადებითად შეაფასა.