მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი სისხლის სამართლის დამნაშავეა და მისი ბრიუსელში ვიზიტი ევროპულ ღირებულებებზე თავდასხმაა. საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღევანდელი მთავრობის სხდომა სწორედ ზურაბ ადეიშვილზე საუბრით დაიწყო და განაცხადა რომ უკრაინის ხელისუფლებამ ადეიშვილი საქართველოს უნდა გადმოსცეს. საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის და გერმანიის ელჩებთან აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა გაიმართა.