გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა უკრაინის დასახმარებლად, ფრთოსანი რაკეტების გაცვლასთან დაკავშირებით ბრიტანელი კოლეგის, დევიდ ქემერონის წინადადებას მხარი დაუჭირა. ბერბოკმა აღნიშნა, რომ სხვა აღჭურვილობის ასეთი გაცვლა უკვე განხორციელდა. შეგახსენებთ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გერმანიას, „ტაურუსის“ რაკეტების ბრიტანულ „შტორმ შადოუში“ გაცვლა შესთავაზა. ინიციატივის მიზანი, უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მიწოდებაა.