იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ვირტუს ბოლონიამ უშუალო კონკურენტი ოლიმპია მილანო 84:75 დაამარცხა.
ლუკა ბანკის გუნდმა პირველივე ტაიმში მოიპოვა 10-ქულიანი უპირატესობა, რაც მეორე ნახევარში ხელიდან აღარ გაუშვია და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
თორნიკე შენგელიას ერთადერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, რადგან საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 27 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. შენგელიამ 6-დან მხოლოდ 1 ორქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ, 6-დან 3 სამქულიანი ზუსტი გამოუვიდა.
ვირტუს ბოლონია 16 მოგებით და 6 წაგებით სერია A-ში მეორე ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 17 მარტს, პეზაროს სტუმრად შეხვდება.