პრემიერლიგის 28-ე ტურის ცენტრალურ მატჩში "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. პირველ ტაიმში უპირატესობას პეპ გვარდიოლას გუნდი ფლობდა, რაც ლოგიკურ შედეგამდე მივიდა - 23-ე წუთზე ჯონ სტოუნსმა კევინ დე ბრუინის პასით "ქალაქელები" დააწინაურა. პირველი ტაიმი სწორედ სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ნახევარში „წითლები“ საგრძნობლად გააქტიურდნენ. 49-ე წუთზე ედერსონი გამოსვლაზე შეცდა და "სიტის" კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად ლივერპულის 10-იანმა, ალექსის მაკ ალისტერმა აქცია. დარჩენილ დროში გუნდებმა არაერთი საგოლე შანსი შექმნეს, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.
ამ დროისთვის "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 63 ქულით მესამე ადგილზეა, პირველ და მეორე ადგილებს კი "არსენალი" და "ლივერპული" 64 ქულით იყოფენ. „ლივერპული“ მორიგი ტურის მატჩს 17 მარტს, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებს. რაც შეეხება ქალაქელებს, "მანჩესტერ სიტი" 31 მარტს, "არსენალს" დაუპირისპირდება.