უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი უკრაინის დასახმარებლად ერთ პენსაც არ გასცემს. ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში პირველი პრეზიდენტი იყო, რომელსაც ომი არ დაუწყია. მისივე მტკიცებით,, რუსეთ-უკრაინის ომის დასამთავრებლად ტრამპს საკმაოდ დეტალური გეგმები აქვს. ორბანი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ხედვა უნგრეთის ინტერესებს ემთხვევა.