კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორისა და ტელეკომ ბაზრის გახსნის შესახებ საჯარო ლექცია ჩაატარა. სტუდენტები გაეცნენ როგორც ტრადიციული, ისე ახალი მოდელის მობილური ოპერატორების ფუნქციონირებას, მობილური ქსელის ოპერატორსა და მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორს შორის განსხვავებებს და უპირატესობებს, ასევე კომუნიკაციების კომისიის საქმიანობას. აღნიშნული უწყება ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო ლექციებს მომავალში სხვა უნივერსიტეტებშიც ჩაატარებს.