"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიასა და "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა დღეს გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება.
"14:00 საათზე, სასტუმრო "შერატონში" გაიმართება მელია-გვარამიას პოლიტიკური გუნდების შემაჯამებელი შეხვედრა და გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება",- ნათქვამია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად მოხდება გარდამტეხი ცვლილებები ქვეყნის და ხალხის ინტერესების შესაბამისად!" მელიას თქმით, "დიდ ნაბიჯს წინ მომავლისკენ და ექნება თავისი სიმბოლო - ნომერი 4".
საკუთარი გუნდის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენჯერმე განაცხადა ნიკა გვარამიამაც, მის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს, “ახალი”, კიდევ რამდენიმე წევრი შეემატა, მათ შორის, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე.