როგორ აპირებს ოპოზიცია "ქართული ოცნების" დამარცხებას - საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო გეგმებზე მსჯელობენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, გამოსავალი არა მექანიკურ გაერთიანებაში, არამედ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის ღირებულებით ერთობაშია. ოპოზიციის მიერ არჩეულ ტაქტიკას აკრიტიკებს მმართველი პარტია. ქართული ოცნების განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს ე.წ მესამე ძალა, რადგან პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი ნაციონალურ მოძრაობის დღის წესრიგს ერგება. მმართველი ძალა რადიკალური ოპოზიციის შემადგენლობაში ქვეყნის პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც განიხილავს.