რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ მირნოგრადს სამი რაკეტით დაარტყეს, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთმა შეტევა, სავარაუდოდ, „ს-300“ ტიპის რაკეტებით განახორციელა.
რეგიონული პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა სულ მცირე 17 მრავალსართულიანი შენობა და 27 ავტომობილი.