ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება თბილისში გრძელდება. ნაციონალური მოძრაობისა და მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები სალომე ზურაბიშვილს შეწყალების უფლების გამოყენებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. მათი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ გარემოში ჩასატარებლად მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება გადამწყვეტია. ხელმოწერების შეგროვების კამპანიას სათავეში მიხელ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიზე უდგას. ხელმოწერები უახლოეს პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტაციას წარედგინება.