საქართველოს მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე ახალ ჯანდაცვის მინისტრს, 11 მარტს, მთავრობის სხდომაზე წარადგენს. მედიაში სავარაუდო კანდიდატების შესახებ ვერსიები უკვე ვრცელდება, თუმცა მმართველი გუნდი ამ დრომდე ინფორმაციებს არ ადასტურებს. მათი განცხადებით, შერჩევას წინ უძღოდა კონსულტაციები მრავალ პირთან, არჩევანი კი საბოლოოდ რამდენიმე კანდიდატს შორის გაკეთდა. ხელისუფლების ოპონენტების განცახდებით კი, მთავარი არა სახელების ცვლილება, არამედ უწყებაში რეალური რეფორმები გატარეებაა. ოპოზიციის განცხადებით, მომავალ მინისტრს პასუხის გაცემა ბევრ კითხვაზე მოუწევს. ჯანდაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა 1 მარტს დატოვა. პოსტიდან წავსვლას კი წინ მასსა და ირაკლი კობახიძეს შორის გამართული საუბარი უძღოდა.