იორდანიის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება თვითმფრინავებიდან ჩამოყრის გზით მიაწოდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
იორდანიის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ დახმარების ჰაერიდან ჩამოყრა შეერთებულ შტატებთან, საფრანგეთთან, ეგვიპტესა და ბელგიასთან თანამშრომლობით განხორციელდა.
„იორდანია აგრძელებს მცდელობებს და ძალისხმევას გაუგზავნოს მეტი დახმარება ღაზას სექტორში მცხოვრებლებს იმ მწვავე დეფიციტის შესავსებად, რასაც ისრაელის ომი საკვებისა და მედიკამენტების კუთხით იწვევს“, - აღნიშნულია იორდანიის შეიარაღებული ძალების განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავებიდან ჩამოყრა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სწრაფი გზაა, „მსოფლიო სასურსათო პროგრამა“ აცხადებს, რომ ის სახმელეთო გზით მიწოდებაზე შვიდჯერ უფრო ძვირი ჯდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავებიდან ჩამოყრა დაიწყო.
CNN-ის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, 2 მარტს ჰუმანიტარული დახმარება სამი ამერიკული C-130 თვითმფრინავიდან ჩამოიყარა, ჯამში 66 შეკვრა - 22 თითო თვითმფრინავიდან. შეკვრებში მხოლოდ საკვები იყო, მათი არ იყო წყალი ან სამედიცინო საშუალებები.