ისრაელის ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივში, იერუსალიმსა და კესარიაში, არჩევნების დანიშვნისა და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადაყენების მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.
მედიის ინფორმაციით, თელ-ავივის დემოკრატიის მოედანზე მომიტინგეები სკანდირებდნენ: "არ გავჩერდებით, სანამ ბიბის (ნეთანიაჰუ) არ დააპატიმრებენ!", "არა ტერორისტების მთავრობას!", "შენ ხარ ლიდერი, შენ ხარ დამნაშავე!"
ღამით, ისრაელის პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა მომიტინგეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს.
პოლიციამ 16 ადამიანი დააკავა და განაცხადა, რომ ისინი როგორც მომიტინგეების, ასევე სამართალდამცავების მიმართულებით კვამლისა და გაზის ყუმბარებს ისროდნენ.