ტრადიციულად შაბათ დღეს, “პალიტრანიუსი” ევროკავშირთან დაკავშირებით, შემეცნებით სიუჟეტს გთავაზობთ. დღევანდელი სიუჟეტი კი იმ სტანდარტებს გაგაცნობთ, რომელითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისას მოქმედებენ. ძეგლების გადასარჩენად დასავლეთს ერთიანი პოლიტიკა აქვს შემუშავებული, რომელიც ისტორიული ნაგებობების პირვანდელთან მიახლოვებული სახით შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.