ევროპული კეთილდღეობა საქართველოსთვის - ამ სახელწოდებით გიორგი გახარიას გუნდის პროგრამული ხედვა დელეგატებს კონფერენციის ფარგლებში წარედგინათ. ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიას სახელწოდება ოფიციალურად შეეცვალა და მას „გახარია საქართველოსთვის“ დაერქვა. კონფერენციის ფარგლებში პარტიის წევრებს თავად გიორგი გახარიამ სიტყვით მიმართა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის საქართველოს ევროინტეგრაციასა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. გახარიას თქმით, ქვეყნისთვის მთავარი ამოცანა საპარლამენტო არჩევნებია, სადაც აუცილებლად უნდა დამარცხდეს ის რადიკალიზმი და პოლარიზაცია, რომელიც დღესდღეობით საქართველოში არსებობს.