“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელ მდივან - მამუკა მდინარაძესთან და რეგიონულ მდივან - დიმიტრი სამხარაძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის პარტიულ აქტივს შეხვდა. წინასაარჩევნო გეგმები და მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები, სტაბილურობის მნიშვნელობა და სწრაფი ეკონომიკური ზრდა, უსაფრთხოება და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები - ეს ის საკითხებია, რომელზეც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყველა რეგიონში ჩავა და ამომრჩეველს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. ხატია სამხარაძე გვეტყის თემაზე მეტს