ქართულ პოლიტიკურ სპექტრში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ოპოზიციური პარტიების გადაჯგუფების საკითხი კვლავ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლების ოპონენტების აზრი ორად არის გაყოფილი. ნიკა გვარამიას ახალ შექმნილ პარტიას საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენელი მაია კოპალეიშვილი შეუერთდა, რასაც მმართველი გუნდი აკრიტიკებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ბევრი მტკიცებულება დაგროვდა იმისა, რომ ზურბაიშვილი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი რიგითი წევრია. თემის დეტალებს ცვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუასვილი გაგვაცნობს