ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა წითელ ზღვაში 15 დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. მათი ცნობით წითელ ზღვასა და ადენის ყურეში იემენელი „ჰუსიტების“ ფართომასშტაბიანი შეტევა დილის 4 საათიდან 6:30 საათამდე გრძელდებოდა. ცენტრალური სარდლობის მიერ გავრცელებულ განცხდებაში ვკითხულობთ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები როგორც სავაჭრო ისე საზღვაო ძალების ხომალდებს საფრთხეს უქმნიდნენ.