თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მზაობას გამოთქვამს სამშვიდობო სამიტს უმსაპინძლოს, რომელშიც მონაწილეობას როგორც უკრაინას ისე რუსეთს მოუწოდებს. ეს შეთავაზება თურქეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკითან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ერდოღანის საპასუხოდ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას ვერ ხედავს.