ქალთა უფლებების დარღვევის გამო კანადა ირანის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სანქცირებულთა სიაში ორი მაღალი რანგის ირანელი წარმომადგენელი დაემატა. სანქციების მიზეზი ამ ორი ადამიანის მიერ თავისი გავლენების გამოყენება და რეპრესიების განხორციელებაა. 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ კანადის მიერ ირანის წინააღმდეგ მე-17 პაკეტია შემოღებული. სანქციების ქვეშ ასევე იმყოფება 87 ირანული კომპანია და ორგანიზაციაც.