წარმატებული და ნაყოფიერი მთარგმნელობითი საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის პრეზიდენტმა ღირსების მედლით მთარგმნელები დააჯილდოვა. საქართველოში კავკასიელ ხალხთა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისა და შენარჩუნებისათვის, ჩერქეზული ენისა და კულტურის სწავლებასა და წარმოჩენაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის კი, თამარ უჯუხუ დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდოები მთარგმნელებს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.