პოლიტიკურ სპექტრში აქტიურად ისმის კითხვები ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერ პოლიტიკოთა ნაწილი მიიჩნევს რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ქვეყანაში რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანება გაჩნდება, რაც ქართული ოცნების დამარცხებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მათი შეფსებით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაერთიანებების კონტურებიც გამოიკვეთება. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი აცხადებს რომ ქვეყნის განვითარების საკუთარი გეგმა უკვე წარადგინეს და არჩევნებისთვის მზადებაც დაიწყეს.