დღეს ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი, პარტიის აღმასრულებელი მდივან მამუკა მდინარაძესთან ერთად პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდება. შეხვედრას დაესწრება სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩიაც.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარტიულ აქტივს 100 დღის განმავლობაში, 10 რეგიონში შეხვდება. პირველი შეხვედრა აჭარაში გაიმართა.