მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოხსნეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შენობის გარშემო რკინის ღობის მოხსნის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. როგორც ცნობილია, მთავრობის ადმინისტრაციის წინ არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობის შესახებ ინფორმაცია გასული წლის აპრილში გავრცელდა. მოგვიანებით შენობის გარშემო რკინის ღობე აღიმართა და სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.