საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევას მომდევნო სასესიო კვირაში აპირებს. ხელისუფლების წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ე.წ მოტივირებული შენიშვნებისგან საფუძვლიანი არგუმენტები ვერ მოისმინეს. თავისმხრივ ოპოზიციაში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტის ვეტოების დაძლევა ერთგვარ ჩელენჯად გადააქცია.