აშშ-ის საელჩომ მოსკოვში შესაძლო ტერაქტების შესახებ განცხადება გაავრცელა. საელჩომ აშშ-ის ყველა მოქალაქეს რუსეთის დაუყოვნებლივი დატოვებისა და ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყებას აქვს ცნობები, რომლის თანახმადაც ექსტრემისტები მოსკოვში დიდ შეკრებებზე, განსაკუთრებით კი კონცერტებზე თავდასხმებს გეგმავენ. უწყება საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, უახლოესი 48 საათის განმავლობაში ხალხმრავალ ადგილებს არ ესტუმრონ. მსგავსი განცხადება, აშშ-ს გარდა, დიდი ბრიტანეთის საელჩომაც გაავრცელა.