უკრაინისა და ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა კიევში შეხვედრა გამართეს. რუსტემ უმეროვმა და გრანტ შაპსმა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი საჭიროებები განიხილეს. რუსტემ უმეროვის განცხადებით, მხარეებმა ქვეყნის თავდაცვის ძალების საჭიროებებზე იმსჯელეს. შეგახსენებთ, გუშინ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინას 10 000-ზე მეტ დრონს მიაწვდის.