„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე, ამ წუთებში თურქეთში იმყოფებიან. ისინი თურქეთში პროდუქტების ფასებს საქართველოში პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასებს ადარებენ. პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მეზობელ ქვეყანაში ორჯერ უფრო იაფია პროდუქცია, ვიდრე საქართველოში და საქართველოს მოქალაქე ორჯერ უფრო ღარიბი, ვიდრე თურქეთის.