მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად ემზადება. საპარლამენტო უმრავლესობა დიდი ალბათობით ზურბიშბილის მორიგ ვეტოს მომდევნო სასესიო კვირას დაძლევს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ,რომ ზურბაიშვილის ე.წ მოტივირებული შენიშვნებისგან საფუძვლიანი არგუმენტები ვერ მოისმინეს. თავისმხრივ ოპოზიციაში საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტი ვეტოების დაძლევა უკვე გამოწვევად გადააქცია. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე.