ბუნდესტაგსა და ევროკომისიაში ადეიშვილის გამოჩენა უკვე მეორე დღეა შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. საქართველოში დაუსწრებლად მსჯავრდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ევროპაში შეხვედრებს უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩევლის რანგში მართავს. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხრიდანაც. როგორია პოლიტიკური გამოხმაურებები.