ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების მზარდი წნეხის მიუხედავად ქვეყანა „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის რაფაჰშიც გააგრძელებს. ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რაფაჰში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა მარცხის ტოლფასია. ღაზაში სამხედრო ოპერაციების გააქტიურების ფონზე, დასავლეთის ქვეყნები ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების საჰაერო გზით მიწოდებას აგრძელებენ.