ჯო ბაიდენი ნატო-ს ქვეყნებთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას სახიფათოს და მიუღებელს უწოდებს. მისი თქმით, ტრამპმა, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთის ლიდერს ქედს უხრის. პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა, რომ ცივილიზებული სამყარო ვლადიმერ პუტინს არ დანებდება. ამასთან, მან, კონგრესს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი სჭირდება. ბაიდენი აღნიშნავს, რომ თუ მოკავშირეები უკრაინას თავის დასაცავად საჭირო იარაღს მიაწვდიან, ქვეყანა პუტინის შეჩერებას შეძლებს.