ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 16 კომპანია იაპონიაში, ტოკიოში კვებისა და სასმელების საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. როგორც სააგენტოში აცხადებენ, მსგავსი აქტივობები ღვინის მწარმოებლებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას. იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკა მზარდია. 2024 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან იაპონიაში 28 ათასი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 549 %-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.