გაძვირებული პურის ფასი და პროდუქტები- საკითხზე დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალურმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, მოსახლეობა მაღაზიაში გაძვირებულ პროდუქტების ფასს ვერ უმკლავდება, ხელისუფლება კი ამ პრობლემაზე საუბარს გაურბის. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პურის ფასი ყველაზე მაღალია, რაც ქართული ოცნების მმართველობის შედეგია.