საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტებას აკეთებს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი უკრაინის გენერალურ პროკურორს შეხვდა, რომელსაც უკრაინის დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ადამიანი, მათ შორის საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ახლდა. ფაქტთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდანაც.