შვედეთი ნატოს წევრი ოფიციალურად გახდა. ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლი ძალაში თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შევიდა. დღეს ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინასთან შვედეთის დროშას აღმართავენ. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, შვედეთის გაწევრიანება, ქვეყანას უფრო მეტად უსაფრთხოს, ალიანსს კი უფრო ძლიერსა და დაცულს ხდის. შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში გააკეთეს. ფინეთი ალიანსში 2023 წლის მარტში გაწევრიანდა, შვედეთის გაწევრიანება კი თურქეთის და უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე ფერხდებოდა.