უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებულ საკითხებს განიცილავენ. ერდოღანის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობა, მარცვლეულის დერეფნის შესახებ შეთანხმების გაგრძელების შესახებ კონტაქტებთან დაკავშირებით არსებული ვითარება და რეგიონში მდგრადი მშვიდობის ძიება განხილვის მთავარი საკითხები იქნება.