გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, ქუთაისში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი ავტომატური სადგური გაიხსნა. სადგური გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა და შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანა ლიბერგმა გახსნეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. ქვეყნის მასშტაბით, უკვე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 13 სადგური ფუნქციონირებს.