ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში, გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „გაზაფხულის ფერები“. გალერეაში წარმოდგენილია აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა ქალების პერსონალური ნამუშევრები. გამოფენა მიზნად ისახავს აფხაზეთიდან დევნილი, ხელოვანი ქალების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო წრეებში, როგორც ქვეყნის შიგნით აგრეთვე მის ფარგლებს გარეთაც.