“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან, კონკურენტუნარიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებელ წინაპირობად, მიხეილ სააკშვილის გათავისუფლებას მიიჩნევს.
პარტიაში აცხადებენ, რომ სალომე
ზურაბიშვილი ვალდებულია, გამოიჩინოს კეთილგონიერება და მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს. მათივე განმარტებით, დაუშვებელია, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესებს თვალს კლინიკა “ვივამედიდან” ადევნებდეს.