საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ საარჩევნო კოდექსზე ვეტოს დადებას ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. მიაჩნიათ, რომ მიუხედავად იმისა რომ მმართველი პარტია ვეტოს დაძლევს, პრეზიდენტმა მკაფიო პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა. ოპოზიციონერი კანონმდებლების აზრით კანონპროექტზე ვეტოს დადება მმართველი პარტიის არასწორ ნაბიჯებზე მიუთითებს. მათივე შეფასებით ქვეყანაში სიტუაციის გამოსასწორებლად ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო.