აშშ-ის ელჩი მოსკოვში, ლინ ტრეისი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და აცნობეს, რომ ქვეყანაში სამი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია არასასურველად ცნეს. დიპლომატს გადასცეს ნოტა, რომელშიც მოთხოვნილია, რომ შეწყვიტოს ამ ორგანიზაციებისთვის რაიმე ტიპის დახმარება. რუსეთის საგარეო ამტკიცებს, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საელჩოს მხარდაჭერით "ანტირუსული მიმართულების" პროგრამებსა და პროექტებს ახორციელებენ.ელჩს უთხრეს, რომ თუ აშშ-ის ხელისუფლება აღნიშნული ორგანიზაციების დახმარებას გააგრძელებს, ეს ნაბიჯები რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად განიხილება.