დღეს საქართველოს ეროვნული გმირს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე იყო. შარტავამ ბოლო წუთამდე დაცემული სოხუმის განწირული მოსახლეობა არ მიატოვა, რის შედეგადაც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს. ეროვნული გმირის იუბილე საქართველოს პარლამენტში ღონისძიებით აღინიშნა. ამ თემაზე სიუჟეტი ანა შათირიშვილმა მოამზადა.