იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ექს-გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგის პარლამენტში გამოჩენას ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებაში” აფასებენ. ხელისუფლება ზურაბ ადეიშვილს დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელს უწოდებს და დასავლელი პარტნიორებისაგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი გადაჭრით აცხადებენ, რომ ახლა საქართველოს მთვარი პრობლემა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტი არ არის.