საქართველოს პრეზიდენტმა მედიასთან შეხვედრისას იმ კითხვებს უპასუხა, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტუალურია, როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს ქვეყანაში მნიშვნელოვანია რომ კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდეს და ქვეყანაც მმართველობის ამ ფორმაზე გადავიდეს, მისივე განცხადებით არც ერთ ოპოზიციურ პარტიასთან კოალიციაში ყოფნას არ აპირებს. ამ განცხადებბებს შეფასებები მოყვა პოლიტიკურ სპექტრში. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ რომ პრეზიდენტი ცრუობს და რეალურად ნაციონალური მოძრაობის გაძლიერებას ცდილობს.