პოლონეთში ფერმერთა საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. ისინი უკრაინული პროდუქტების იმპორტს და ეკოლოგიურ რეგულაციებს აპროტესტებენ. აქცია პარლამენტთან პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი გამოიყენა, ასევე რამდენიმე აქტივისტია დაკავებული. საპროტესტო აქცია პოლონეთის პრემიერიერის, დონალდ ტუსკის რეზიდენციასთანაც გაიმართა. უკვე თითქმის 1 თვეა, რაც პოლონელი ფერმერები დემონსტრაციებს ატარებენ. მათი თქმით, ქვეყნის ხელისუფლების მიერ უკრიანისთვის დაწესებული შეღავათები პოლონელ ფერმერებს არახელსაყრელ პირობებს უქმნის.