სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტის, „უსაფრთხოების სკოლის“ მეხუთე სეზონი დასრულდა. ზამთრის სკოლის მონაწილე 29 სტუდენტმა ეროვნული თუ საერთაშორისო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ უსაფრთხოების სფეროს პირველი პირებისგან და სფეროს წამყვანი ექსპერტებისგან მიიღო. მათ ასევე საფრთხის შემცველ სიტუაციებში სწრაფად ორიენტირება და თავის დაცვა შეისწავლეს, ასევე ფიზიკური მომზადების კურსიც გაიარეს.