კომერციული ბანკების მსგავსად იზრდება სესხის გამცემი სხვა სუბიექტების მოგებაც. კერძოდ, ეროვნული ბანკის კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში, სესხის გამცემი სუბიექტების წმინდა მოგებამ 54 მილიონ 101 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი 40 მილიონ 792 ათასი ლარი იყო. ამასთან, გასული წლის IV კვარტლის მდგომარეობით, მთლიანმა საპროცენტო შემოსავალმა 119 მილიონ ლარს გადააჭარბა, წმინდა საპროცენტო შემოსავალი კი 74 მილიონ 114 ათასი ლარი იყო. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა, საანგარიშო პერიოდში, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 3 მლნ ლარის მოგება მიიღეს, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან დაახლოებით 77 მლნ ლარის, იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან კი - 7,7 მლნ ლარი. ცნობისთვის, 2023 წელს ჯამში 169 სესხის გამცემი სუბიექტი ოპერირებდა.