საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები განათლებაზე წელს 800 მილიონ ლარს გადააჭარბებს. ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული. როგორც კვლევვაშია ნათქვამი, უცხოელი სტუდენტების უმრავლესობა - 85%, ამჟამად ჯანდაცვის პროგრამებზე სწავლობს. რამდენიმე საბაკალავრო პროგრამის 3-წლიან სწავლებაზე გადასვლის შემდეგ კი, სავარაუდოა უცხოელი სტუდენტების რაოდენობის დამატებითი ზრდა. ამასთან, კვლევის ავტორთა შეფასებით, განათლებაში გადახდილი გადასახადების გარდა, საკმაოდ დიდია უცხოელი სტუდენტების გაწეული საყოფაცხოვრებო ხარჯებიც. საქსტატის მონაცემებით, 2023-2024 სასწავლო წელის მონაცემებით, საქართველოში 30 701 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ყველაზე მეტი უცხოელი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზეა. მეორე ადგილზეა სოციალური მეცნიერებები, ბიზნესი და სამართალი.